ჩვენი მაღაზიები
კომპანია “STARX”-ის ისტორია 2005 წელს ბათუმში გახსნილი პირველი მაღაზიით იწყება. დღესდღეობით ქსელში 10-ზე მეტი ბრენდი და 20.000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია არის წარმოდგენილი. მათ შორისაა მრავალი ევროპული ბრენდი,რომელიც „STARX“-მა ექსკლუზიურად შემოიყვანა საქართველოში: Luminarc, Bormioli, Pyrex, Brabantia, RCR, Zwilling, Amefa, Samsonite, TVS, Kitchen Aid და სხვა.
საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის დიდი ისტორიის გარდა, „STARX“-ს საკუთარი წარმოებისმრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს. 2007 წლიდან “STARX”-მა დაიწყო კერამიკის წარმოება, რასაც ეტაპობრივად დაემატა ტექსტილი, ფაიფური, დეკორატიული აქსესუარები, სანათები, ჭურჭელი, სააღდგომო და საახალწლო დეკორაციები, სააბაზანო ნივთები და მინის ნაკეთობები. პროდუქცია იწარმოება ხარისხის კონტროლისა და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი დაცვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: იტალია, თურქეთი, ინდოეთი, ბელგია, ჩინეთი, ტაივანი, ინდონეზია.
ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი მაღაზიების კომფორტული და მეგობრული გარემოა. განსაკუთრებული მზადება საახალწლოდ იწყება; მაღაზიებში იქმნება მყუდრო, საზეიმო აურა, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი საახალწლო კოლექციები, როგორც ცნობილი საერთაშორისო ბრენდების, ასევე საკუთარი წარმოების. ამ პერიოდში, საჩუქრების, სადღესასწაულო დეკორაციების თუ ნაძვის ხეების ძებნისას, „STARX“-ი წინასაახალწლო შოპინგის ცენტრად იქცევა.
მაღალი ხარისხი, ექსკლუზიური დიზაინი, გამორჩეული სტილი და 100%-ით ჯანსაღი პროდუქცია, „STARX“-ის საფირმო ნიშანია. მსოფლიოს გამორჩეულ ბრენდებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით, „STARX“-ი ქმნის გარემოს, სადაც აუცილებლად აღმოაჩენთ რაღაც განსაკუთრებულს, რაც „STARX“-ის ხარისხის სტანდარტს, თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცევს. კომპანია მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ფასისა და ხარისხის ოპტიმალური კომბინაციით, მრავალფეროვანი პროდუქცია შემოგთავაზოთ, რაც თქვენი სახლისა და სამზარეულოს სრულყოფისთვის არის მნიშვნელოვანი.

